вторник, 21 октября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ესეც ასე. დამთავრდა და გული დაგვწყდა. ვისწავლეთ:
google drive-ზე საქაღალდეების, ფაილების, სურათების სტვირთვა, გაზიარება, google drive-დან ჩემს ბლოგზე საქაღალდეებისა და დოკუმენტაციის ატვირთვა. გავეცანით ტრენინგის მონაწილეების მიერ შექმნილ და ატვირთულ პროექტებს, დავაკომენტარეთ.
დიდიმ მადლობა ჩვენს ტრენერს ქ-ნ ნინოს. ყველას ვუსურვებ წარმატებას.

воскресенье, 19 октября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს google ფორმების გამოყენებით შევქმენით პროექტის შეფასების კითხვარი, კითხვარების ატვირთვა ბლოგზე, კითხვარების პასუხებისა და პასუხების სტატისტიკური ანალიზის დათვალიერება.  ვიდეოების ატვირთვა ბლოგზე. პროექტის გეგმაში დავასრულეთ აქტივობების შეტანა. 

პროექტის კვლევა

четверг, 16 октября 2014 г.

მეექვსე და მეშვიდე დღის რეფლექსია

შევქმენით შეფასების რუბრიკები, განვიხილეთ სწავლების სხვადასხვა ფორმები, გავაკეთეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შაბლონები, ვისწავლეთ ბლოგზე გაჯეტებისა და გვერდების დამატება და რედაქტირება.

вторник, 7 октября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ:

  • პრეზენტაციების გამოქვეყნება ბლოგზე;
  • გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის კანონმდებლობას;
  • გავეცანით გამოყენებული წყაროების ციტირების შაბლონებს;
  • შევქმენით მოსწავლეთა სავარაუდო ნამუშევრის პრეზენტაცია.



პროექტის პრეზენტაცია

четверг, 2 октября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

მეოთხე დღეც დამთავრდა.


  • ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე, კერძოდ:
    • შევიმუშავეთ შეფასების მეთოდები, რომლებსაც გამოვიყენებთ პროექტზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა ეტაპებზე - პროექტის დასაწყისში, მუშაობის მიმდინარეობის დროს და პროექტის დასრულებისას;
  • შევადგინეთ პროექტის პრეზენტაცია PowerPoint პროგრამით.

მესამე დღის რეფლექსია

დღეს მესამე დღეა.
ჩემს სასწავლო პროექტის გეგმაში შევიტანე პროექტის:

  • შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
  • პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე;
ვისწავლეთ google draw-ში დოკუმენტების ატვირთვა, გაზიარება, გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა.
დიდი მადლობა ტრენერს.